ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხონში 60 ტრაქტორს მესაკუთრეებთან ერთად ეძებენ

 

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 60 ტრაქტორს მესაკუთრეებთან ერთად  ეძებენ. ამისთვის გამგეობის წარმომადგენლებმა გასული წლის ნოემბერში პროკურატურას მიმართეს.

როგორც ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსი, გელა ჩოგოვაძე აცხადებს,  ტექნიკის დანაკლისის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც, გასულ წელს ხონის გამგეობის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია ჩატარდა. შედეგად გაირკვა, რომ ტრაქტორები გამგეობის ბალანსზეა,  თუმცა, ისინი ფიზიკურად არ არსებობენ:

“ამიტომაც საჭირო საბუთები მოვამზადეთ და პროკურატურას მივაწოდეთ. რატომ უნდა იყოს ისეთი ტექნიკა გამგეობის ბალანსზე, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. ასეთი ტექნიკის ჩამოწერა უნდა მოხდეს”, – ამბობს გელა ჩოგოვაძე.

ხონის გამგეობის ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პორკურატურის მიერ მოხდება იმის დადგენა თუ ვინ შეიძინა ტექნიკა, მათ ჩამოწერენ.

იტვირთბა....