ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყირგიზეთის მთავრობა გადადგა

 

შესაბამის განკარგულებას  პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა ხელი მოაწერა. ინფორმაცია რესპუბლიკის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბრძანებულება ძალაში მისი ხელმოწერის დღიდან შედის. განცხადების თანახმად, რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერი, მინისტრები და ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები ახალი მთავრობის შემადგენლობის დასახელებამდე დროებით მოვალეობას შეასრულებენ. საპარლამენტო კოალიციის უმრავლესობის დაშლის შესახებ გუშინ, 26 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის მიზეზი კონსტიტუციური რეფორმა გახდა. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პრემიერმინისტრის, მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების გაძლიერებას და ასევე სასამართლო სისტემაში ცვლილებს გულისხმობს.

იტვირთბა....