რუსთავში, მე-20 მკ/რ ში, 63 წლის მამაკაცი, დილის 11-საათზე, მე-8 სართულიდან გადმოხტა. როგორც დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. დაღუპული ბინაში მარტო ცხოვრობდა და მასზე ნათესავები ზრუნავდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: „ინფო რუსთავი“