საზოგადოება

როგორ გავუმკლავდეთ ხველას: უებარი ხალხური რეცეპტები

 

ზამთრის ცივ სეზონზე, როცა გაციების საშიშროება მატულობს,  ხალხური მედიცინა  ცივი სეზონის გადასატან რეცეპტებს გვთავაზობს:

1- ნუშის გული დანაყეთ წმინდად. გაცერით და აურიეთ თოხლო კვერცხი. მოურიეთ კარგად და მიიღეთ. ეს პროცედურა შველის ხველას.

2- გახეხეთ შავი ბოლოკი და გამოწურეთ წვენი, შეაზავეთ თანაბარი რაოდენობის თაფლთან და კარგად აურიეთ. დალიეთ 2-2 ს/კ ჭამის წინ და ძილის წინ.

3-რეცეპტი ბავშვებისათვის: პატარა ნაჭრებად დაჭრილი ბოლოკი თაფლთან და შაქრის ფხვნილთან ერთად მოშუშეთ ჰაერღუმელში ან ღუმელში. წვენი გადმოასხით და ბავშვებს დაალევინეთ 2-2 ჩ/კ ჭამისა და ძილის წინ.

4- დაფხვნილ შაქარზე დაასხით ღვინის ძმარი, შემდეგ წუწნეთ ნელ-ნელა.

5- ხველის დროს კარგია თაფლის, რძისა და მაწვნის მიღება.

6 -თაფლის და ლიმონის წვენი ერთად გადაადუღეთ და ეს წვენი დღეში რამდენჯერმე თითო ჩ/კ მიიღეთ.

7- ცაცხვის ჩაი, ლიმონის წვენი და შაქარი ან თაფლი ერთად შეზავებული, დღეში 3-4 ჭიქა შველის ხველას.

8 -ერთი ჭიქა ქერის მარცვალი ხარშეთ 0,5 სთ. გაურიეთ შაქარყინული ან თაფლი და ეს წვენი მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჩაის კოვზი.

9 -ინგალაცია – ფიჭვის გირჩების ნაყენის. ასევე შეიძლება დალევაც.

იტვირთბა....