საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ საბერძნეთის საემიგრაციო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად: საბერძნეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციული რეკონსტრუქციის სამინისტროს შეუძლია, გამონაკლისის სახით, გასცეს ბინადრობის მოწმობა ორი წლის ვადით, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საბერძნეთში და შეუძლიათ დაადასტურონ ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული კავშირი.
„განცხადება, განსაკუთრებული მიზეზების გამო, ბინადრობის მოწმობის გაცემასთანდაკავშირებით, განიხილება იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყნის დაინტერესებულიმოქალაქე წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: I. საბერძნეთის საკონსულოს მიერარანაკლებ სამი წლის წინ გაცემული ვიზა; II. ბინადრობის მოწმობა, რომელსაც ვადაგასული აქვს არაუმეტეს ათი წლის წინ; III.დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომგანმცხადებელს გააჩნია საბერძნეთთან განსაკუთრებული კავშირი და რის გამოც ისინიიძულებულნი არიან იცხოვრონ საბერძნეთის რესპუბლიკაში. არ არის საჭირო I და IIპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენა, თუ დაინტერესებული პირიდოკუმენტურად ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნიდანგაუსვლელად ცხოვრობდა საბერძნეთში. III პუნქტში წარმოდგენილი დოკუმენტები არარის საჭირო, თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს გააჩნდა ბოლო ათი წლის განმავლობაშისაბერძნეთის ბინადრობის მოწმობა ხუთი წლის ვადით; უცხო ქვეყნის მოქალაქის შვილს,რომელიც დაიბადა საბერძნეთში, შეუძლია მიიღოს საბერძნეთის მოქალაქეობა, თუაკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: იგი აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი საბერძნეთისდაწყებითი (დიმოტიკო) სკოლის პირველ კლასში და საბუთების შეტანის დროს უნდააგრძელებდეს სწავლას ბერძნულ სკოლაში. ბავშვის დაბადებამდე, ერთი მშობელი მაინც,ლეგალურად უნდა ცხოვრობდეს საბერძნეთში არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში; თუმშობლებიდან ერთი მაინც ვერ აკმაყოფილებს ზემოხსენებული ხუთწლიან მოთხოვნას,მაშინ უნდა შეავსოს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების ათი წელი. უცხო ქვეყნისარასრულწლოვან მოქალაქეს, რომელიც არის საბერძნეთის მუდმივი მაცხოვრებელი დალეგალურად იმყოფება ქვეყანაში, შეუძლია მიიღოს საბერძნეთის მოქალაქეობა იმშემთხვევაში, თუ იგი სწავლობდა საბერძნეთის დაწყებით (დიმოტიკო) და საშუალო(გიმნასიო, ლიკიო) სკოლის ცხრა კლასში, ან საშუალო სკოლის (გიმნასიო, ლიკიო) ექვსკლასში”,– ვკითხულობთ განცხადებაში.