aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

ვიდეოკადრები: როგორ გაიქცა პატიმარი ოთარ ვარამაშვილი პურის ხელყუმბარით სასამართლოდან (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

კადრები სადაც აღბეჭდილია თუ როგორ გაიქცა პატიმარი ოთარ ვარამაშვილი რუსთავის სასამართლოდან.

გაქცეული პატიმარი, რომელიც 2 თვიანი ძებნის შემდეგ, რესტორანში დააკავეს, ოთარ ვარამაშვილია. ის სამართალდამცველებმა სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ცოლის მოყვანას აღნიშნავდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცევა ვარამაშვილმა პურისგან გაკეთებული ხელყუმბარის გამოყენებით შეძლო. გაქცევის ამსახველი კადრები “იმედმა” ექსკლუზიურად მოიპოვა და გადაცემა “იმედის დროში” გაუშვა. ვიდეოზე ჩანს, როგორ ისვრის გაქცეული პატიმარი ბადრაგის მიმართულებით რაღაც ნივთს , რის შემდეგაც მას არავინ აღარ მისდევს. თვითმხილველების თქმით, პურისგან გაკეთებული ხელყუმბარა ვიზუალურად ნამდვილისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ოთარ ვარამაშვილმა “იმედის დროს” წერილი გამოუგზავნა და გაქცევის გეგმა გაუმხილა.

“დიდი ხანი ვემზადებოდი, გაქცევის წყურვილი მამოძრავებდა, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში უფრო ბევრი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე გარეთ. ვემზადებოდი გასაქცევად და პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რათა დრო მომეგო . შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. საბადრაგო სამსახურმა მოადუნა ყურადღება და გავიქეცი ყველაზე მკაცრი ციხიდან. შემდეგ გავიგე, რომ ბადრაგის თანამშრომლებიც დაუკავებიათ. არადა ეს ადამიანები რა შუაში არიან. ყველაფერი მარტომ დავგეგმე და განვახორციელე. თუმცა პროკურორი ამბობს, რომ შეთანხმებული ვიქნებოდი ვინმესთან და გაქცევაში მომეხმარნენ. ეგეთი რამ არ ყოფილა” – წერს ვარამაშვილი და 45 დღიანი თავისუფლების მთავარ შედეგს ამხელს-მან მოასწრო და ოჯახი შექმნა. ჯვარი ქალაქგარეთ, ერთ-ერთ მონასტერში დაიწერა. ჯვრისწერის გაგრძელება კი რესტორანში სადღესასწაულო სუფრა იყო, სადაც მისი აყვანა მოხდა.

ამჟამად პატიმარი ვარამაშვილი ისევ ციხეშია და მეუღლეზე დარდობს. ამბობს, რომ მოსამართლის ლმობიერების იმედი აქვს. ადვოკატის ვარაუდით მას საპატიმროში  7-8 წლის გატარება  კიდევ მოუწევს.

 

 

იტვირთბა....