საქართველოს პირველმა ჩოგანმა და მსოფლიო რეიტინგში 110-ე პოზიციაზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, მსოფლიო რეიტინგის მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ქართველმა 6:4, 6:7, 6:4 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც რუსეთის სახელით მოასპარეზე, კარენ ხანჩანოვს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ჩვენებური ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე იბრძოდა და გზად ძლიერი მეტოქებიც ჩამოიცილა.
“ერსტე ბანკის” გათამაშება ვენაში ტარდება და საპრიზო თანხა 1,884,645 ევროა.
ნახეთ დღევანდელი მატჩის მე-2 სეტის ტაი ბრეიკის ვიდეო