მომავალი წლის დასაწყისიდან თბილისში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. ინსპექტორები თავდაპირველად თბილისის ცენტრალურ უბნებში იმუშავებენ და ნაგვის ძირს დაგდების შემთხვევაში მოქალაქეებს პირველ ჯერზე სიტყვიერად გააფრთხილებენ, შემდგომ კი დააჯარიმებენ.
“თბილსერვის” ჯგუფის დირექტორის მოადგილე დავით დოლიძე აცხადებს, რომ ინსპექტორები სპეციალურ ფორმაში იქნებიან გამოწყობილი და თავდაპირველად ქალაქში 20 მათგანი გამოჩნდება.
“ეს არ იქნება დამსჯელი რაზმი, – იქნება მოწოდება, რომ ადამიანებმა ისწავლონ, 10 ნაბიჯი გადადგან და იქ ჩააგდონ ნაგავი. ცენტრალურ ქუჩებზე საკამოდ ბევრგან არის ურნა”.- ამბობს დოლიძე.