მალტაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში, ასაფრენ ბილიკთან ახლოს ჩამოვარდა და აფეთქდა.
გავრცელდა ცნობა, რომ ბორტზე ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა თავად სააგენტომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი მათ არ დაუქირავებიათ.
Reuters-ის ინფორმაციით, ამ დრომდე გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მოუხდენია.