მასშტაბური ციხიდან გაქცევა ჰაიტიში. დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე საპატიმროს დატოვება 170-ზე მეტმა მსჯავრდებულმა შეძლო, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
შეტაკების შედეგად მათ ციხის დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს, საპასუხო სროლის დროს დაიჭრა სამი პატიმარიც, რომელთაგანაც ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა.
გაქცეულ მსჯავრდებულს სამართალდამცველები გაეროს მშვიდობისმყოფელების დახმარებით ეძებენ.
ამ დროისთვის მათ მხოლოდ გაქცეული 11 პატიმრის დაკავება შეძლეს.