განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით პროცედურულ დარღვევებზე განცხადებები გაკეთდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. “საიას” ინფორმაციით, გამოვლინდა ხმის ღიად მიცემის პრეცედენტი, მარნეულის 48-ე უბანზე კი დაფიქსირდა კომისიის წევრების მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი.
“სამართლიანი არჩევნების” დირექტორი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ მცირე დარღვევები მათმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.
„მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ქონია. გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა მარნეულის 36-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩვენო უბანზე, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ უბანზე ფართობის სიმცირისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მედიისა და დამკვირვებლების მაღალი ინტერესის, ასევე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო, პრობლემები შეექმნა ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგებას. ამავე უბანზე გადასატანი ყუთის სია არასრულყოფილად იყო შევსებული, რაც შესაბამისი მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, დღეს 8 ოქტომბერს დარბეულ საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნები ტარდება.