ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მამაკაცი გაიტაცეს

დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საზღვართან რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული მალხაზ ლეჟავა გაიტაცეს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლიაცხადებს, ლეჟავას ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფლის განაპირას ცხოვრობს, თუმცა, მეჯვრისხეველების თქმით, ლეჟავა საოკუპაციო ხაზს მიღმა არ გადასულა და მისი დაკავება საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოხდა.

ჯერჯერობით ოჯახს დაკავებულთან დაკავშირებით ე.წ. „სამხრეთის ოსეთის“ მხრიდან არავინ დაკავშირებია.

იტვირთბა....