ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დარბევის გამო ჩაშლილ უბნებში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საქმე ეხება ზუგდიდის და მარნეულის რამდენიმე უბანს. ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულში ერთ, ზუგდიდში კი სამ უბანში მიმდინარეობს. ერთი უბანი არის სოფელ განმუხურში სოფელი,  ხოლო ორი საარჩევნო უბანი განთავსებულია ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ საარჩევნო უბანი განთავსებულია სოფელ ყიზილაჯლოში.

 

პროცესი მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებისთვის ტარდება. როგორც პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა განაცხადა, საარჩევნო უბნები კანონის მიხედვით, დილის 8 საათზე გაიხსნა და პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

 

სოფელ განმუხურსა და ზუგდიდში ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და” ქართული ოცნების” კანდიდატები უპირისპირდებიან. კერძოდ, ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობიდან” სანდრა რულოვსი და “ქართული ოცნებიდან” ედიშერ თოლორაია იღებენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმამყულიევიდა თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდებიან.

 

ცესკოს სპიკერის ცნობით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემა იყო, თუმცა მისივე განმარტებით, უბანზე პროცედურები მაინც განხორციელდა და ამას უბნის დროულად გახსნისთვის ხელი არ შეუშლია.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგებით შესაძლებელი იქნება, რომ პირველივე ტურში გამოვლინდეს, არჩევნებში გამარჯვებული მეორე ტური ზემოაღნიშნულ უბნებში აღარ გაიმართება.

 

ზუგდიდის სამივე საარჩევნო უბანზე გარდა მაჟორიტარული არჩევნებისა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ასევე, გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქაც ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

იტვირთბა....