ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფს

 

“მეტრონომს” განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატის,  გიორგი ბოტკოველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არჩევნებისთვის პედაგოგების ზეწოლასთან დაკავშირებით, მცდარია. უწყების ცნობით, სამინისტროს რესურს-ცენტრში კატეგორიულად უარყოფენ პედაგოგებზე ზეწოლის ფაქტებს.

განათლების სამინისტრო გიორგი ბოტკოველის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ბოტკოველის მტკიცებით, თელავსა და ყვარელში პედაგოგებს აიძულებენ ხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მისცენ.

კონკუტერნტის განცხადებას გამოეხმაურა თელავი-ყვარლის N27 საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი სესიაშვილიც.

“დიახ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ მათ, მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას” და პირადად მე. მათ შორის, თუ შესაძლებლობა აქვთ, წარმომიდგინონ ის ადამიანები, ვინც მხარს დამიჭერს”. – ამბობს სესიაშვილი.

იტვირთბა....