დავით თარხან-მოურავი პირადად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებს, ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას აზრი ჰქონდა 8 კაცით. იმიტომ გააკეთეს ისე, რომ მხოლოდ ერთი კაცი შესულიყო, რომ მას არაფრის ძალა არ ჰქონოდა იქ”, – განაცხადა თარხან – მოურავმა.
მისი თქმით, უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი შევა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა შემდეგმა ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა:
„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ – 5.89% (1 მანდატი)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 29.62% (5 მანდატი)
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.7% (1 მანდატი)
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 45.13% (8 მანდატი)