ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თელავსა და ყვარელში პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ ქართულ ოცნებას“

“თელავსა და ყვარელში თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თელავსა და ყვარელში გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

„თანამდებობის პირები, კერძოდ, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ასევე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას“. – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში მოუწოდებს პედაგოგებს, რომ არ გაითვალისწინონ ეს მოწოდებები და არჩევანი გააკეთონ საკუთარი სურვილისამებრ.

“მეტრონომი” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან კომენტარს ამ დრომდე ველით.

იტვირთბა....