ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მამაკაცმა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მგზავრობის უსაფრთხოების წესები არ დაიცვა“: თბილისის სატრანსპორტო კომპანია

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

„დღეს, თბილისის მეტროში 15:57 საათზე, სადგურ „ნაძალადევის“ მეორე ხაზზე უბედური შემთხვევა მოხდა. ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც მგზავრობის უსაფრთხოების წესები არ დაიცვა, მოძრავი შემადგენლობა დაეჯახა. მამაკაცს ადგილზე, დროულად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამ მომენტისთვის, თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა. ადგილზე, გამოძიების მიზნით, მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

იტვირთბა....