ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რჩება აპარატზე“: კომედი შოუს მსახიობის გიორგი გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

 

„კომედი შოუს” მსახიობის გიორგი გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  კვლავ გაუარესდა. ამის შესახებ მისი და, ანა გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო დასრულდა გიორგის ოპერაცია… საკმაოდ მძიმე და რთული ოპერაცია იყო, თითქმის 6 საათი მიმდინარეობა… ბოდიშს გიხდით იმის გამო, რომ ვერ გწერთ პასუხებს და არ გეწყინოთ, გამიგეთ… მოკლედ გეტყვით იმას, რომ თითქმის ყველაფერი ერთმანეთზე იყო შეხორცებული მუცელში, ერთი ორგანოს შენარჩუნება ვერ მოხერხდა…. ხელოვნურ ბადეში ჩაუსვეს მთელი მუცლის ღრუ… ხვალამდე რჩება აპარატზე ოპერაციის სირთულის გამო… ხვალ გააღვიძებენ და სიახლეებს შეგატყობინებთ. მაპატიეთ კიდევ ერთხელ, რომ ყველას პასუხს ვერ გიბრუნებთ…”-წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოცირიძეს აპრილში ქუჩაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.

 

იტვირთბა....