გურამიშვილის გამზირის 39ა-ში მცხოვრებლები თბილისის ელექტროენეგიის სადისტრიბუციო კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმესაათიანი ავარიული გათიშვის შემდეგ თელასმა აბონენტებს დენი ნორმაზე თითქმის ორჯერ მეტი ძაბვით მიაწოდა. შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს ქსელში შეერთებული, თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაუზიანდათ.
თელასში განმარტავენ, რომ სპეციალური განყოფილება საკითხის შესწავლას დღეიდან იწყებს და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება აბონენტთა პრეტენზიები, ზარალი ანაზღაურდება.
თუ კომპანია თანხის გადახდაზე უარს იტყვის, გურამიშვილის 39ა-ში მაცხოვრებლები სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებენ.