თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ისნის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა” მიკრორაიონის და მეტრო „ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის და ნიკო მარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მექანიზაციის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, წერონისის, ორბეთის, ნაქალაქევის, გარეჯის, ჟღენტის, სამღერეთის, ზედამზის, მაჩხაანის, პიონერის, ცოტნე დადიანის, ხერთვისის, ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.