ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რესპუბლიკელები უარს ამბობენ: პრემიერის სამუშაო ჯგუფზე დისკუსიები გრძელდება

”რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე პრემიერ-მინისტრის მიერ ინცირებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას,როგორც ჩანს, არ მიიღებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განუცხადა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ”ქართული ოცნების” ლიდერების განსხვავებული განცხადებები მას არ უქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ პარტია ფართო კონსენსუსით მიღწევად საკონსტიტუციო ცლილებებზეა ორიენტირებული.
”დღეს გაცხადებული ცვლილებებიდან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ ”რესპუბლიკური პარტია” მიიღებს ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას, მხოლოდ ასეთი ტიპის ცვლილებებზე თუ იქნება საუბარი”, – აღნიშნა სამნიძემ.

იტვირთბა....