https://www.youtube.com/watch?v=ZFg6fx5N-38
რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარეგანათების ბოძს შეეჯახა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მესამე კი დაშავებულია. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.