თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მობილურმა ჯგუფმა დათვის ძებნის ოპერაცია შეწყვიტა, რადგან ორი დღის განმავლობაში დათვის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს.
ამ დროის განმავლობაში სააგენტოში მოქალაქეებისგან სხვა ზარი არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გვიან ღამით საბურთალოს რაიონის იყალთოს ქუჩიდან მოქალაქემ დარეკა, რომელიც აცხადებდა, რომ მან ეზოს კარებთან დათვი დაინახა. დათვს იმ პერიოდიდან მოყოლებული ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.