ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ორივე ხელი რომ მომაჭრა ნაცმოძრაობას ხმას არ მივცემ… კარ-დაკარ დახვრეტილ ადამიანებს ვეძებდით”

“ორივე ხელი რომ მომაჭრა “ნაცმოძრაობას” ხმას არ მივცემ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შემიქმნა პრობლემები, 157 ადვოკატი დააპატიმრეს, ასეთი რამ ლუკაშენკოს არ გაუკეთებია. 10 მილიონიან ქვეყანაში 8 ადვოკატი იჯდა ციხეში და ის პერსონა ნონ-გრატად სცნეს, ჩვენთან კი 157 ადვოკატი იჯდა ციხეში! რანაირად უნდა მომეწონოს “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა! სისხლის გუბეები დააყენა. მე და საწყალი იური ვაზაგაშვილი კარ-კარ დავდიოდით და გარდაცვლილ ადამიანებს ვეძებდით, დახვრეტილ ადამიანებს ვეძებდით. ამ ძალას ხმა რანაირად უნდა მივცე?! ეს არის სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის პარტია! ესენი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდნენ!”, – ასეთი განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში:

იტვირთბა....