ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეტალები პროკურორისგან: რა მოხდა ტრანსგენდერ ქალსა და ბრალდებულს შორის

 

ტრანსგენდერის დაჭრის ფაქტზე, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე თავდასხმის დეტალებზე პროკურორმა ანა სიგუამ ისაუბრა. პროკურორის თქმით, ბრალდებულს და  ტრანსგენდერ ქალს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებდათ.

„ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დაზარალებულ ზურაბ შეყილაძესთან, რომელსაც იცნობდა პენიტენციური დაწესებულებიდან, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. მისვლის მიზანი იყო ზურაბ შეყილაძის ერთ-ერთ მეგობარ გოგოსთან არსებული უთანხმოების გარკვევა, რომელიც ორსულადაა ბრალდებულისგან. მურჯიკნელმა შეყილაძესთან ერთადაც მიიღო ალკოჰოლი. საუბარში შეყილაძემ მურჯიკნელს უთხრა, რომ თავი დაენებებინა ამ გოგოსთვის, რათა მას ემუშავა სექსმუშაკად, რასაც მურჯიკნელის გაღიზიანება მოჰყვა. შეყილაძემ მურჯიკნელს შეურაცხოფა მიაყენა, რასაც საპასუხო აგრესია მოჰყვა ბრალდებულისგან. კერძოდ, მურჯიკნელმა ბეტონის ფილა ჩაარტყა ჯერ თავში და შემდეგ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ სუნთქავდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა დაჭრილს ბეტონის ფილა ჩაარტყა თავში და მიიმალა“. – განაცხადა პროკურორმა.

იტვირთბა....