„როდესაც პრეზიდენტი გავხდი, რუსეთი, წინა ადმინისტრაციის დროს, უკვე იყო შეჭრილი საქართველოს ტერიტორიაზე და იქ გაყინული კონფლიქტი ჰქონდა შექმნილი. მაშინ რუსეთში ახალი პრეზიდენტი იყო და შევეცადეთ, ამერიკულ-რუსული ურთიერთობებისთვის უფრო კონსტრუქციული გზა გამოგვენახა. ვფიქრობ, რომ რუსეთს საკმარისი პატივისცემა დავანახეთ, უზარმაზარ სხვაობებსა და განსხვავებულ ფასეულობებს ვაღიარებდით და ამასთანავე, ვცდილობდით ერთობლივი თანამშრომლობისთვის გზების გამონახვას“, – განაცხადა ობამამ იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.