გლდანის, სამგორის და ისნის რაიონებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, მიზეზი კვლავ გეგმური სამუშაოებია.
კერძოდ, გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.” – აცხადებს თელასი.