ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალასანია ახლახანს წავიდა და უკვე დაბრუნებაზე საუბრობს

პოლიტიკიდან ახლახანს წასული ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ დაბრუნდეს. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

“მე, როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, ბუნებრივია, ავიღე პასუხისმგებლობა ჩემს თავზე და დროებით დავტოვე პოლიტიკა. ამას სჭირდება სერიოზული ფიქრი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შედეგი. ამას სჭირდება სერიოზული გაანალიზება იმის, თუ რატომ აღმოვჩნდით ასეთი შედეგის პირისპირ. და რა თქმა უნდა, პარტიას სჭირდება სერიოზული რეორგანიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

„რამდენიმე ჩემმა თანამებრძოლმა ჩემს მერე მიიღო ასევე გადაწყვეტილება და დატოვა პოლიტიკა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას – ჩემს თანამებრძოლებსაც, ყველას, ვინც არჩევნებში ჩვენთან ერთად მონაწილეობდა. ეს იყო არაჩვეულებრივი გუნდი ადამიანების, რომლებიც შიშველი ხელებით, ენთუზიაზმით, ღირებულებების ერთგულებით გვერდით გვედგა“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ახლა ნამდვილად არის იმის დრო, რომ დაემშვიდობოს პოლიტიკას და ეს 4 წელი არ გაატაროს ჩაკეტილმა.

“მე მჭირდება სივრცე იმისთვის, რომ საინტერესო, მნიშვნელოვანი, სასარგებლო საქმეები ვაკეთო. ეს იქნება საერთაშორისო არენაზე, ადგილზე, აქ – ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ალასანიამ.

იტვირთბა....