საქართველოში შაქარი გაძვირდა. აღნიშნულ პროდუქტზე ფასის მატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო ბაზრებზე შაქარზე ფასის ზრდაა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე ფასის ცვლილება დოლართან მიმართებით ლარის კურსის ვარდნამაც გამოიწვია.
1 ტომარა შაქრის ღირებულება, ბოლო დღეების განმავლობაში, 85 ლარიდან 102 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად მოიმატა 1 კილოგრამი შაქრის ღირებულებამაც. თუ დაახლოებით 10 დღის წინ 1 კილოგრამი შაქარი 1 ლარი და 65 თეთრი ღირდა დღეს მისი ღირებულება სარეალიზაციო ობიექტების დიდ ნაწილში 2, 20-2,30 თეთრია.
წყარო: “ბიზნესკონტაქტი”