თბილისის შემოგარენში თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სუსტი თოვაა.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ბარში 6 – 8 გრადუსი, მთიან რაიონებში 0 +5, ხოლო – მაღალმთიან რაიონებში -5 – 0 გრადუსი.
„მთაში თოვლია. დღეს ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ბარში ველოდებით 6 – 8 გრადუსს სითბოს, მთიან რაიონებში 0 + 5 და მაღალმთიან რაიონებში -5, 0 გრადუსს. თოვის ინტენსივობა დღის ბოლოსკენ შესუსტდება და ღამით ვინარჩუნებთ ზოგიერთ რაიონში წვიმას. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ნალექი ყველგან შეწყდება და გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსამდე მოიმატებს“, – განუცხადეს „ინფო 9“-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
20-დან 24 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 20 გრადუსამდე დათბება.