ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„თუ დათვს ვიპოვით, ნემსით დავაძინებთ“: “მეტრონომი” ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაუკავშირდა

თბილისში დათვის ბელი, რომლის ძებნაც 17 ოქტომბერს ღამით დაიწყო, ამ დრომდე არ უპოვიათ. შეტყობინება სააგენტომ მიიღო იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებისგან, რომელმაც დარეკეს და დათვის შესახებ განაცხადეს.

“მეტრონომი” თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ თემურ ხმალაძეს ესაუბრა.

“დათვი ჯერ არ უპოვიათ. ამ ეტაპზეც ხორციელდება ძებნის ღონისძიებები სააგენტოს რამდენიმე ეკიპაჟის მიერ. თუ დათვს ვიპოვით, ნემსით დავაძინებთ და მას მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადავიყვანთ. სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ეს ინფორმაცია იყო თუ არა ნამდვილი და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება საფრთხეს, მეტ-ნაკლებად ყველა მტაცებელი ცხოველი საშიშია. როგორც თვითმხილველმა აღწერა პატარა ზომის დათვი იყო. თუ ვიღაცამ მისის დაჭერა სცადა, არ არის გამორიცხული რომ რამე მოხდეს. მაინც ნადირია და შეიძლება დააზიანოს ადამიანი”. – აცხადებს ფხალაძე.

 

იტვირთბა....