ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ

 

თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლე ნატა ჩაგუნავამ „იმედს“ განუცხადა, რომ საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ.

ჩაგუნავას განცხადებით, დავით ხეჩუაშვილსა და მათ შორის არსებობს ნათესური კავშირი, ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა.

ნატა ჩაგუნავას თქმით, მისი მეუღლე რეალურად იმის გამო დააკავეს, რომ „ამ ავტომობილში თითქოს ჩხრეკის შედეგად იარაღები აღმოჩნდა“:

„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, – განაცხადა ჩაგუნავამ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დაკავებულია.

 

იტვირთბა....