„მეტრონომს“ სანდო წყარომ ტრანსგენდერის მკვლელობაში მცდელობისთვის ბრალდებულის ჩვენების მოკლე შინაარსი გააცნო.
როგორც ბრალდებულმა განაცხადა, მან ტრანსგენდერთან, მისივე თანხმობით, სქესობრივი კონტაქტის დამყარება სცადა, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ის ქალი კი არა, მამაკაცი იყო და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უსიამოვნებები.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალი ყელში მიყენებული ჭრილობებითა და ბლაგვი საგნით მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში, ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
შსს-მ მის მკვლელობაში მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.