აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ გამოუშვეს: მიაყენეს თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს

ხვალ, ქალაქ ბათუმში, 18 ოქტომბერს, 12 საათზე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განიხილება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძისა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის საქმე.

ცნობისთვის, თამარ ხაჭაპურიძე 26 აგვისტოსს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, „მეტრონომმა“ შეიტყო, რომ ხაჭაპურიძე სასამართლომ შუამდგომლობის შედეგად პატიმრობიდან გაათავისუფლა.

რა მოხდა აჭარაში? თუკი დაესხნენ, რატომ დაესხნენ თავს მოსამართლეს? ვინ არის ეჭვმიტანილი? თუკი თავდასხმა მოხდა, რა მიზეზი შეიძლება არსებობდეს? რა წინაისტორია არსებობს და რა აკავშირებდა მანამდე ეჭვმიტანილს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან? როგორც თავად დაზარალებული მხარე აცხადებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. თუმცა, ბრალდებულის მხარის დაცვა საპირისპიროს ამბობს. ყველაფერი ხელვაჩაურის სასამართლომ უნდა გაარკვიოს. ერთი კი ფაქტია, რომ თავდაპირველად, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და აღმკვეთი ღონისძიების სახით, ეჭვმიტანილს პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით კი, იმავე სასამართლომ შუამდგომლობით ის გამოუშვა.

„მეტრონომს“ აქვს ინფორმაცია, რომ საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლითაც უნდა გაირკვეს რა მოხდა აჭარაში. გამომდინარე იქედან, რომ სასამართლო საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ფიზიკური შეურაცხყოფის სავარაუდო ფაქტს, საჯარო ინტერესი ამ პროცესის მიმართ საკმაოდ დიდია. საქმეს განიხილავს მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ.

გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. (საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

პროკურატურამ იმავე, 26 აგვისტოს ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას კვალიფიკაცია შეუცვალა და საქმე გაგრძელდა 365-ე მუხლის მიხედვით, რაც მოსამართლის მიმართ სოცოცხლის მოსპობას, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით. ეს მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუკი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, აშკარაა, რომ ყურადღებამისაქცევი ინფორმაციაა, თუკი ნამდვილად ჰქონდა ადგილი მოსამართლეზე თავდასხმის ფაქტს და დანაშაული სასამართლოზე დამტკიცდება, დამნაშავემ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, რადგან საუბარია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე შესაძლო თავდასხმაზე.

ერთი ფაქტია, რომ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, დააპატიმრეს და შემდეგ გამოუშვეს. „მეტრონომი“ ყურადღებით მიადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს.

 

 

 

იტვირთბა....