”რესპუბლიკური პარტიიდან” ჩემი გასვლის ერთადერთ საბუთს ჰქვია საბუთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ – მანამდე მე ამ პარტიის წევრი ვიქნები, – ამის შესახებ “რესპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა ”Palitranews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა განაცხადა.
”რესპუბლიკურ პარტიაზე” საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად მისი წვლილიც არის შეტანილი ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის საქმეში.
”ყოველთვის, როდესაც რაიმე პატარა სიხარული გვექნება, ქუთაისიდან ევროპაში 19 ევროდ, უვიზოდ რომ გაფრინდებით, გამიხსენეთ მე, გაიხსენეთ ის ხალხი, ვინც ქუთაისის აეროპორტი გააკეთა, ვინც იაფი ფრენები მოაწყო. ეს ხალხიც არ არის დასაკარგი – ისინი სააკაშვილის დროინდელი ხალხია. ისე არ მინდა დავხატო, რომ ”რესპუბლიკელების” 1.55%-ის გამო ამ პარტიის ყველა სიკეთე დასრულდა და ამიტომ ჩემი ლექციებიც აღარ ვარგა. ჩვენ ასე არ ვუყურებთ – ცხოვრება გრძელდება, მათ შორის გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრებაც”. – აღნიშნა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, კომპანია Wizz Air დაბალფასიან ფრენებს ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ბილეთის ფასი 23 ევროდან იწყება.