სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა ვიეტნამში წყალდიდობის შედეგად. The Guardian-ის ინფორმაციით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ რეგიონს დაატყდა თავს. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის გამო რეგიონში მდინარეები ადიდდა და დასახლებები დაიტბორა. ზოგიერთ რაიონში მეწყერიც ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან 30 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
სტიქიის გამო შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა. გაუქმდა ათობით ავიარეისი. მეტეოროლოგები უახლოეს დღეებში ისევ უამინდობას პროგნოზირებენ.