ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ტელეკომპანია „იმედი“ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია “იმედი” ეგზიტპოლებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შედეგებში დასაშვებზე უფრო მეტი გადაცდომა დაფიქსირდა.

 

“ბოლო ორი თვის განმავლობაში “იმედმა” ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, მსოფლიოს წამყვან კვლევით ორგანიზაციებს დაუკვეთა 3 სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევა და ეგზიტპოლი. ამ კვლევებისას გამოიკითხა 25 000 ინტერვიუერზე მეტი, რაც არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში.

 

ასეთი მასშტაბური კვლევები ასევე ახალია დღევანდელი “იმედისთვის”. 2008 და 2012 წლების არჩევნების დროს, ტელეკომპანია კონტროლირდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ.

 

გვეამაყება რომ ჩვენი 4 კვლევა სხვა კვლევებზე უფრო ზუსტად ასახავდა რეალობას, მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ შედეგებში დასაშვებზე უფრო მეტი გადაცდომა დაფიქსირდა, განსაკუთრებით ეგზიტპოლის შემთხვევაში.

 

ტელეკომპანია “იმედი” უკვე დაუკავშირდა “ჯეი-პი-ემ სტატეჯიკ სოლიშონს” და “კანტარ პაბლიკს” (იგივე “თი-ენ-ესი”) იმ მიზნით რომ გავარკვიოთ რამ გამოიწვია დასაშვებზე მეტი ცდომილება და როგორ შეიძლება მისი მინიმალიზაცია შემდგომ კვლევებში. ჩვენ ასევე დავთანხმდით რომ ჩავატაროთ არჩევნების შემდგომი კვლევა, რომელიც მიმართული იქნება რესპოდენტთა პასუხებში ცდომილების გამოსარკვევად უკვე ჩავლილი არჩევნების პირობებში.

 

ტელე “იმედი”-ს მიზანია ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს მაყურებელს და გპირდებიღ რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....