ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სირიაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა

სირიის დედაქალაქ დამასკოში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ნაღმტყორცნებით დაიბომბა, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ერთ-ერთი ნაღმი დიპლომატიური მისიის შენობის მახლობლად აფეთქდა, მეორე – საკონსულო განყოფილების შესასვლელთან, ორი ნაღმმტყორცნი საელჩოს შენობიდან რამდენიმე ასეულ მეტრში აფეთდა,” – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დიპლომატიური მისიის თანამშრომლები არ დაშავებულან. მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ დამასკოში რუსეთის საელჩოს შენობასთან მიმდინარე წლის 3 ოქტომბერსაც დაიბომბა. დიპლომატიური მისიის შენობასთან ერთი ნაღმი აფეთქდა და ორი საელჩოსთან მახლობლად ჩამოვარდა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს განაახლებენ, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში შეწყდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის, ისევე როგორც მთელი რიგი გავლენიანი რეგიონალურ ძალებს მომავალ შაბათს შვეიცარიაში შეხვდება. აღნიშნული განცხადება ორი დღის შემდეგ გავრცელდა, რაც ალეპოში ავიაიერიშებს 75 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....