ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დაიშალა

„თავისუფალი დემოკრატები” აჭარის ორგანიზაციის სამმა წევრმა დატოვა. ისინი მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა რეგიონული შტაბის ყოფილი ლიდერი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი კობა ჩხეიძე ამბობს, რომ ბათუმის საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

“თავისუფალი დემოკრატები” ბათუმის საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა ჯაბა ბერიძემაც დატოვა. ბათუმის საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია დაშლილია.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია დატოვა ქედა-შუახევი-ხულოს ოლქის მაჟირიტარობის კანდიდატმა ოთარ ცეცხლაძემაც.

იტვირთბა....