ყოფილი დეპუტატის მეგი გოცირიძის თქმით, დღესაც ისევე არ არის გამორიცხული ,,ოცნების” მხარეს გადავიდეს ,,ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე წევრი, როგორც ეს 2012-ში მოხდა. გადაცემა ,,პრიორიტეტში” საუბრისას გოცირიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო, ,,ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის, მაინც პატივს სცემს თანაგუნდელების გადაწყვეტილებას. გოცირიძის თქმით, პარლამენტში შესვლით ,,ნაციონალური მოძრაობა” ვერ შეაჩერებს ივანიშვილის მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას:
“54 დეპუტატი ჰყავდა “ნაციონალურ მოძრაობას” მაგრამ ვერ მოახერხეს საყდრისის დაცვა, თუ ამ რაოდენობის დეპუტატით ვერაფერი ვერ შეაჩერე, 24 დეპუტატით რას იზამ? ხვალ ივანიშვილი ბერას აკურთხებს მეფედ და რას შეცვლიან”?