aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მიიღო, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირველი ვიზიტი საქართველოში საქართველო – ყირგიზეთის შემდგომი ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების საკითხს და აღინიშნა, რომ მუდმივად მხარდაჭერილი უნდა იყოს მხარეთა შორის უმაღლესი დონის ინტენსიური დიალოგი.

იტვირთბა....