ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ნარმანიამ ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა

თბილისის მერიის ცნობით, დავით ნარმანიამ სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მემორიალური დაფა გახსნა.

„ასეთი მემორიალური დაფა ქალაქში სხვაგან არსად გვაქვს, ვინაიდან  ეს არის განსაკუთრებული ბრძოლის სიმბოლო. ეს არის განსაკუთრებული თავგანწირვისა და  სამართლიანობის სიმბოლო. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ იცოდეს იმ თავგანწირვისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის შესახებ, რასაც  ქალბატონი ირინა ემსახურა და რასაც მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა.“ – განაცხადა თბილისის მერმა.

მემორიალური დაფა, ირინა ენუქიძის საცხოვრებელ სახლთან, კეკელიძის 16 ნომერში გაიხსნა. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ მან თავი სამართლიანობისთვის ბრძოლას შესწირა.

იტვირთბა....