ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ, 40-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, გენო კახიძე დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შედგენილი საჩივარის დახევისთვის 500 ლარით დააჯარიმა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე მომხდარს დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობით ხსნის.
„როგორც თვითონ აღნიშნავს, დაძაბული დღიდან გამომდინარე, ოდნავ, სადღაც იმ მომენტში, როცა საჩივრის შემოტანას ქონდა ადგილი, ნერვებმა უმტყუნა, რა. აქ უკვე კვალიფიკაცია, სხვა მომენტია, იქ სრულად ჩატარდა ყველაფერი, როგორც წესი და რიგია“, -აცხადებს ვარშანიძე.
საარჩევნო უბნის მიმართ გატარებული საჯარიმო სანქციის მიუხედავად, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის რეგიონული კოორდინატორი, მადონა ბერიძე, უკმაყოფილოა.
„ვთვლი, რომ ოლქის დამოკიდებულება და გადაწყვეტილება საჩივრებთან მიმართებაში, უფრო ლოიალურია, რადგანც მთავარი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე გამოიკვეთა და რამაც განაპიროპროცედურული დარღვევები, კენჭისყრის დღეს, განპირობებული იყო, საუბნო საარჩევნო კომისიის არაკვალიფიციურობით. შესაბამისად, მათ მიმართ, უფრო რადიკალური ზომები უნდა გატარდეს“, – აცხადებს ბერიძე.