აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა პოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლას აფასებს.
“ვფიქრობ, ეს ქართული პოლიტიკის სირცხვილია, რადგან ირაკლი ალასანია არის ძლიერი ქართველი პატრიოტი, რომელსაც დიდ პატივს სცემენ აშშ-ში და, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში”. – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 10 ოქტომბერს გააკეთა. მანამდე ალასანიამ არჩევნებში დამარცხება აღიარა.