ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ მაია და გურამ რჩეულიშვილები, ასევე ირაკლი მინდელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი და „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

 

მოსამართლის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმის საფრთხეები, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ.

 

მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მაია რჩეულიშვილის მეუღლისთვის, ვახტანგ რჩეულიშვილისთვის.

 

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ე. წ. ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვას, „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილსა და მათ შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. დაზარალებულებმა რჩეულიშვილისგან ბინებში გადახდილი თანხების დაბრუნება მოითხოვეს.

იტვირთბა....