ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამეგრელოში ქალმა სახლში იმშობიარა: ჩვილი ტუალეტში გარდაცვლილი იპოვეს

 

როგორც პოლიცია ამტკიცებს, დედამ ჩვილი სავარაუდოდ განზრახ მოკლა. შემთხვევა სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მოხდა. გარდაცვლილი ახალშობილი ტუალეტში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ასაკის ქალმა სახლში იმშობიარა, ახალშობილი კი სავარაუდოდ საპირფარეშოში ჩააგდო. ქალი ამჟამად მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მეზობლების ინფორმაციით, მას სამი შვილი ჰყავს, მეუღლე კი, რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 112-ე, დედის მიერ ახალშობოლის განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....