ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩაყავი თავი საცივში”: რას უსურვებს საკუთარ თავს დავით უსუფაშვილი

მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მას საჯაროდ ვურჩიე, ახლა მოდი, საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში, მომავალზე მერე იფიქრე მეთქი. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ. მერე ვნახოთ, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამომავლოს გეგმების შესახებ კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ახლა კონცენტრირებულია, რომ პირნათლად და ბოლომდე შეასრულოს პარლამენტში დაკისრებული მოვალეობა.

„აღარ დარჩა სახელმწიფოში თანამდებობა, რომლის თაობაზეც არ არის საუბრები, რომ იქ წავალ. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შემიძლია. არანაირი სერიოზული საუბრები ჩემ მომავალთან დაკავშირებით არ მქონია არავისთან. ამის დრო მოვა. ახლა მთლიანად ვარ კონცენტრირებული, რომ პირნათლად და ბოლომდე შევასრულო პარლამენტში დაკისრებული მოვალეობა. მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მე მას საჯაროდ ვურჩიე, ახლა მოდი საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში. მომავალზე მერე იფიქრე მეთქი. ახლა ჩემ თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ. მერე ვნახოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

2030

იტვირთბა....