7 ოქტომბერს ტყიბულის შახთაში 51 წლის თემურ კაკაურიძე დაიღუპა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი თამაზ დოლაბერიძე წერს, რომ თემურ კაკაურიძე ნახშირორჟნგმა გაგუდა, რის შემდეგაც წაიქცა და ცხვირის და შუბლის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
“2016 წლის 7 ოქტომბერს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის დილის ცვლაში მოსულმა თანამშროლებმა გარდაცვლილი მეშახტე აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 51 წლის თემურ კაკაურიძე ნახშირორჟნგმა გაგუდა, რის შემდეგაც წაიქცა და ცხვირის და შუბლის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.
როგორც შახტის ერთერთი თანამშრომელი ამბობს, მე-6 უბანზე მეთანისა და ნახშირორჟანგის დაგაზიანება იყო.
ახლა მთავარი ის არის, გაირკვეს, დაგაზიანების შესახებ ადმინისტრაციას ინფორმაცია ჰქონდა თუ არ ჰქონდა, და მეორეც, შეიძლება თუ არა ამ დროს შახტაში მარტო ჩასვლა.
საქართველოს პროფკავშირები მაქსიმალურად ეცდება ამ შემზარავი ფაქტის არცერთი დეტალი არ გახდეს დამალული და გასაჯაროვდეს, რათა პრევენციის შესაძლებლობები გაიზარდოს.
საქართველოს პროფკავშიერების სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, შრომით კოლექტივს და კომპანიას.
მინდა შევახსენო ამომრჩევლთა ხმების 25 პროცენტის მიმღებ პარტიას, რომ სწორედ მათი მმართველობის დროს გაუარესდა საქართველოში შრომითი სტანდარტები და ასევე მინდა შევახსნო 53-ზე მეტი ხმების ამღებ მმართველ პარტიას, რომ საშუალება გქონდათ ოთხი წლის განმავლობაში შრომით-სამართლებრივი მდგომარეობა გაგეუმჯობესებინათ მაგრამ არ გააკეთეთ -შრომის ინსპექცია არ შექმენით, იქნებ ის კაცი ცოცხალიც კი ყოფილიყო”…- წერს თამაზ დოლაბერიძე.