თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შავი ფერის “ჰონდა” ფეხით მოასიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რომ მანქანა დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა, თუმცა მას წინ ძაღლმა გადაურბინა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ შუა ხნის ქალს დაეჯახა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს.
ქალი და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წყარო: GHN.ge