ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

3 საკითხი, რომელსაც „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გადაწყვეტს

 

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე კონსტიტუციაში შეტანილ სამ ცვლილებას ასახელებს, რომლებსაც მისი თქმით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში განახორციელებს.

“ოცნება მარტოდ დააკომპლექტებს მთავრობას

„პატრიოტთა ალიანსს“ დაიხმარს სამჯერ:

  1. პარლამენტის თბილისში დაბრუნება
  2. საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმება

(ეს ორი წელსვე მოხდება)

(2020 არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი)

  1. კონსტიტუციაში ოჯახის განმარტება როგორც ქალის და კაცის ერთობის

და კიდევ “პატრიოტთა ალიანსს” ხშირად დაიხმარს ევროპელებთან და ამერიკელებთან როგორც ბუას – აი ნახეთ რა ხალხი შეიძლება მოვიდეს, აი ნახეთ რა ხალხთან გვაქვს საქმე.

და კიდევ – აი რა საშინელი ოპოზიცია გვყავს, ერთის მხრივ ეს ნაცები, მეორეს მხრივ ეს მოურავები”. – წერს შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....